საოფისე და კომერციული სივრცეები საბურთალოს უნიკალურ ლოკაციაზე – პროექტში "სიმეტრია ჯიქია" საიჯარო მოლაპარაკებები დაიწყო
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესების განვითარებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა სწორად დაგეგმილ და ნაფიქრ სამუშაო თუ კომერციულ სივრცეებზე, სადაც ყოველდღიური კომფორტი და სტრატეგიული ხედვა ერთმანეთს ერწყმის. მსგავსი გარემოს მაგალითია "სიმეტრია ჯიქია" – მულტიფუნქციური პროექტი საბურთალოზე, რომელიც "თიბისის" მხარდაჭერით ხორციელდება და აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე სივრცეებს.
"სიმეტრია ჯიქია"– ეს არის დეტალებში ნაფიქრი კომპლექსი ქალაქის ცენტრში, რომელიც აერთიანებს ხარისხს, ლოკაციას, კომფორტს და შესაძლებლობას ბიზნესის ზრდისთვის. პროექტში, რომელიც მეტრო "სახელმწიფო უნივერსიტეტიდან" 150 მეტრში მდებარეობს, იქმნება სრულიად ახალი ბიზნეს ეკოსისტემა, სადაც ყველაფერზე დეტალებშია ნაფიქრი: გადაადგილების ნაკადებზე, პარკინგზე, დამოუკიდებელ შესასვლელებზე და მოქნილ სამუშაო თუ რეკრეაციულ სივრცეებზე.
პროექტის ფარგლებში, დაიწყო მოლაპარაკებები საოფისე და კომერციული ფართების იჯარაზე . აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრება "სიმეტრიას" გაყიდვების ხელმძღვანელი დავით ბუაძე:
რა გამოარჩევს "სიმეტრია ჯიქიას" პროექტს და რატომ არის ის საინტერესო ბიზნესებისათვის?
განსხვავება დეტალებშია. "სიმეტრია ჯიქია" ეს არ არის უბრალოდ კომერციული ან საოფისე ფართების შენობა – ეს არის ნაფიქრი ეკოსისტემა, რომელიც ერთდროულად უპასუხებს როგორც ბიზნესების, ისე მომხმარებლების საჭიროებებს. პროექტში წარმოდგენილია მოქნილი საოფისე სივრცეები და ორ სართულად განლაგებული კომერციული ზონა, რომელიც მრავალფეროვანი ფუნქციურობის საშუალებას იძლევა – დაწყებული სუპერმარკეტებიდან, ბანკებითა და აფთიაქებით, დამთავრებული კვების ობიექტებითა და სილამაზის სალონებით. აქვე იქნება აუზი და სპორტული დარბაზიც.
გარდა ზემოხსენებულისა, ლოკაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. "სიმეტრია ჯიქია" მდებარეობს საბურთალოს ოთხი ქუჩის გადაკვეთაზე, მეტროდან მხოლოდ 150 მეტრში. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ადამიანთა მაღალი გამტარობის პროექტს, არამედ რეალურ კომფორტს იმ ბიზნესებისთვის, ვისაც სურს ჰქონდეს მარტივად მისადგომი, ცენტრალური ლოკაცია, სადაც ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოხვედრაა შესაძლებელი.
როგორია საოფისე სივრცეების კონცეფცია?
პირველ რიგში, ვთავაზობთ მზა გარემონტებულ საოფისე სივრცეებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოიჯარემ ზუსტად იცის, რა პირობებით და ხარჯით შედის ობიექტში. ოფისები იწყება 50 კვ.მ-დან და ზევით , რაც იდეალურია როგორც სტარტაპებისთვის, ისე მსხვილი კომპანიებისთვის. მნიშვნელოვანია უმაღლესი ხარისხის მასალები და ინფრასტრუქტურა, რომელიც ჯამურად ემსახურება პროექტს – 8 ლიფტი, 4 ესკალატორი, ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემა, ენერგოეფექტური ვიტრაჟები, დახურული პარკინგი და საერთო ტერასა. ყველაფერი, რაც ქმნის კომფორტს ყოველდღიურ დეტალებში.
კომერციულ სივრცეებზეც რომ გვითხრათ - რა სარგებელს იღებს მომავალი მოიჯარე ამ პროექტიდან?
კომერციული სივრცეები ორი სართულის მასშტაბით ვითარდება და ხელმისაწვდომია შავი კარკასის მდგომარეობით, რაც ბიზნესებს აძლევს თავისუფლებას, სრულად მოირგონ ინტერიერი თავიანთი ბრენდის სტანდარტებით. ეს სივრცეები განკუთვნილია არა მხოლოდ საცალო ვაჭრობისთვის, არამედ სპეციალურად გამოყოფილია F&B სართული კვების ობიექტებისთვის, ტერასებით და დისტრიბუციისთვის გამოყოფილი ცალკე ზონით. განსაკუთრებული კომფორტია ისიც, რომ კომერციულ სივრცეებს აქვთ დამოუკიდებელი პარკინგი და შესასვლელები.
როდის სრულდება პროექტი და როდის არის ბიზნესებისათვის სწორი დრო ინტერესის დასაფიქსირებლად?
პროექტის დასრულება 2027 წლისთვის იგეგმება, თუმცა გაქირავების პროცესი უკვე დაწყებულია. მოგეხსენებათ, კომპანიის პარტნიორობის ფილოსოფია, სიმეტრიულ სარგებელზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი თანამშრომლობის ფარგლებში, ყველა ჩართული მხარე კმაყოფილი იყოს. ამ კმაყოფილებას, ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს წინასწარ ნაფიქრი და გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა. ხოლო იმ ფონზე, რომ ოფისების შიდა დაგეგმარება სექტემბრიდან იწყება და კომერციულ ფართებზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, ვფიქრობთ ახლა საუკეთესო დროა, დავიწყოთ საუბრები პოტენციურ მეიჯარეებთან და პარტნიორებთან. ეს საშუალებას გვაძლევს მოვისმინოთ ბიზნესების ინტერესებიც და შესაძლებლობის ფარგლებში, პროცესებშივე გავითვალისწინოთ.
რა ტიპის თანამშრომლობას მოიაზრებთ ბიზნესებთან?
ამ ეტაპზე როგორც საოფისე ასევე კომერციული სივრცეების მიმართულებით, მოიაზრება საიჯარო თანამშრომლობა. ორივე შემთხვევაში, მოლაპარაკების ჭრილში ღიები ვართ როგორც დიდ, ასევე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებთან. ვთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას და კონსულტაციას თითოეული კომპანიის საჭიროების მიხედვით.
და ბოლოს – როგორ უნდა დაგიკავშირდნენ დაინტერესებული კომპანიები?
ძალიან მარტივად – შესაძლებელია დაგვიკავშირდნენ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან: *3000 ; პირად ნომერზე: 591 330 011 ან ელ. ფოსტით: [email protected] .
"სიმეტრია" ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც 10 წელზე მეტია მოღვაწეობს უძრავი ქონების განვითარების სფეროში. არსებობის მანძილზე კომპანიამ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განავითარა, მაგალითად: Best Western – პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში; Holiday Inn Express Avlabari– თბილისში; სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი"; საცხოვრებელი კომპლექსები – "სიმეტრია ვაკე" და "სიმეტრია ლისი", პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უბანი "სიმეტრია პარკი" მთაწმინდის რაიონში. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ კომპანიის ვებ გვერდი: www.simetria.ge