20-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2025 წლის 20-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც სამი დღის განმავლობაში გააერთიანებს ქართველ და უცხოელ სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში, ისეთი მიმართულებების გარშემო, როგორიცაა:

  • ხელოვნური ინტელექტი (AI)
  • ფინტექი (FinTech)
  • გეიმინგი
  • WEB3
  • აგროტექნოლოგიები (AgriTech)
  • მედია
  • ციფრული მარკეტინგი
  • კიბერსპორტი (E-Sport) და სხვა.

პირველ დღეს, Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის ქოლგის ქვეშ,არსებული Community Partner-ები თბილისის მასშტაბით ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა უნიკალურ Side Event-ს გამართავენ: Startup Büro, Ad Summit x Hapttic, Forbes Georgia, Political Tech Summit, D-Block, Axel - Georgian Business Angel Network, Tbilisi AI Meetups

დამატებით ინფორმაციას Side Event-ებზე სულ მალე იხილავთ: https://lu.ma/GTWT2025

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით "Shaping the New Era" კი რიგით მეორე დღეს, 21 ივნისს Radio City | District 4-ში ჩატარდება და გააერთიანებს 3000-ზე მეტ სტუმარს, 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას და 80 სპიკერს სხვადასხვა ქვეყნიდან.

სპიკერებს შორის იქნებიან:

•⁠ ⁠Jessica Tams – Atari-ს მმართველი გუნდის დირექტორი, Griffin Gaming-ის ვენჩურული პარტნიორი

•⁠ ⁠Ruben Veiga – Roblox-ის ქომუნითი მენეჯერი ევროპაში

•⁠ ⁠Maxime Paradis – Paradis Club-ის დამფუძნებელი

•⁠ ⁠Israel Pons – PITCH to the WORLD-ის თანადამბუძნებელი

•⁠ ⁠John Nee – Marvel - ის გამომცემლობის ყოფილი ხელმძღვანელი // DC Comics - ყოფილი ვიცე პრეზიდენტი

•⁠ ⁠JP Isham - Gala - Games, Film and Music-ის მრჩეველთა ბორდის წევრი, Alchemist investment fund-ის მმართველი დირექტორი

•⁠ ⁠Dmitri M. Johnson - Story Kitchen-ის დამფუძნებელი პარტნიორი და პროდიუსერი

More speakers TBA

Radio City | District 4-ში ქართველი და უცხოელი წამყვანი ტექ. პროფესიონალები სხვადასხვა სცენაზე წარსდგებიან: მოეწყობა მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და კონკურსი, შიდა მცირე სცენა, Outdoor-სცენა, Co-Working სივრცე, მედია სივრცე და Chillout ზონა, სპორტული ზონა, 3 ბარი, ტექნოლოგიური და SME ექსპო, არტ-ინსტალაციების ზონა და სხვა.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ინვესტორთა დახურულ ლაუნჯებში შეხვდნენ ქართული და უცხოური VC ფონდების წარმომადგენლებს, Family Office-ებს, ანგელოზ ინვესტორებს, ტრადიციულ და ინოვაციურ სექტორებში ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს.

პარტნიორების მიერ ჩატარებული მრავალფეროვანი აქტივობების, DJსეტებისა და თეატრალური ნაწილის, ექსპო ზონის, გასართობი და სპორტული აქტივობების საშუალებით შექმნილი დინამიური და ინსპირაციული გარემო, დამსწრე საზოგადოებას ახალი ნეთვორქინგ სესიების გამართვისა და შესაძლებლობების აღმოჩენის უნიკალურ შანსს მისცემს.

ღონისძიების შემაჯამებელი, მესამე დღე, 22 ივნისი, დაეთმობა ქართული კულტურის გაცნობის ტურსა და Community Partner-ების Side Event-ებს.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს, სურს შეხვდეს ინვესტორებს და გაიცნოს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები. გარდა ადგილობრივი მონაწილეებისა, ღონისძიება უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რაშიც აქტიურად არიან ჩართულები GTWT 2025-ის ბრენდ-ელჩები - საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ათი პროფესიონალი, რომელთა მხარდაჭერით ხდება სხვადასხვა ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელება და სტუმრების მოწვევა.

დამატებითი ინფორმაციის ნახვა სტარტაპ კონკურსისა და გამოფენისთვის, მოხელისეობრივი ჩართულობისა და ღონისძიების დეტალებისთვის, შესაძლებელია ბმულზე: https://gtwt.ge

ბილეთების გაყიდვა მთავარი ღონისძიებისთვის სახელწოდებით "GTWT 2025: Shaping the New Era" დაწყებულია: https://tkt.ge/GlobalTechWeekend2025

სრული განრიგი კი ეტაპობრივად დაანონსდება.

Side Event-ებზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ან Luma-ზე რეგისტრაცია (დასტურით ორგანიზატორის მხრიდან), მოუწევთ ინდივიდუალურად - დამატებითი ინფორმაცია მალე დაანონსდება.

კონფერენციის მთავარი პარტნიორები არიან: TBC, GITA | Startup in Georgia, Adjara Group, ATARI, Totally Human, Game Nations

პარტნიორები: TEGETA, Georgia Travel, Forbes Georgia, UN Women, Entrepreneur Georgia

Community პარტნიორები: Startup Büro, Ad Summit, Hapttic, Axel - Georgian Business Angel Network, Tbilisi AI Meetups, 8000 Vintages, Tbilisi Hills, D-Block, Tribe, Future Laboratory, Forbes Georgia, Political Tech Summit, Commschool, FINTECH ASSOCIATION OF GEORGIA


Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი მისიაა გააერთიანოს რეგიონის საუკეთესო ტექ. პროფესიონალები და შექმნას მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც კავკასიის და ცენტრალური აზიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ადამიანებს ექნებათ საშუალება გაიცნონ ერთმანეთი და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.

OSZAR »