ტრენინგი HR-ებისთვის ხელოვნური ინტელექტის ასოციაციისგან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით, ახალი პროფესიული და ბიზნეს კურსები იწყება. ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად შრომის ბაზარზე რელევანტურობის შენარჩუნება მუდმივ განვითარებას მოითხოვს.

მუდმივი განვითარებისთვის კი სწავლა და სიახლეების ათვისებაა საჭირო. სწავლა იმ ადამიანებისგან, რომლებმაც იციან და კარგად ესმით, როგორ ცვლის AI სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის ადამიანური კაპიტალის მართვას.

GAIA-ს ინიციატივით სფეროს წამყვან პროფესიონალებთან ერთად შექმნილ AI x HR კურსზე მიღება დაიწყო. კურსი ფარგლებში 4 სალექციო შეხვედრაა დაგეგმილი, რომელიც 13 მაისს დაიწყება და 21 მაისს დასრულდება.

კურსზე ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალები ისწავლიან ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას ყოველდღიურ საქმიანობაში და AI-ით გამოწვეული ცვლილებების მართვას კომპანიაში და შრომის ბაზარზე.

"ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იცვლება შრომითი ბაზარი ხელოვნური ინტელექტის გამო. ამ ცვლილებებს კი ყველაზე მეტად სწორედ HR პროფესიონალები გრძნობენ, რომლებიც ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვასა და განვითარებაზე არიან პასუხისმგებელი.

კურსის იდეა ბაზარზე არსებულმა საჭიროებებმა გააჩინა. საქართველოში არსებული კომპანიების უმეტესობას ჯერ არ დაუნერგავს და გამოუცდია AI-ის ხელსაწყოები, მაშინ როცა მსოფლიოს მოწინავე ორგანიზაციები სწორედ AI-ის სხვადასხვა HR პროცესში ინტეგრაციით ახერხებენ დროის დაზოგვას, რუტინული პროცესების გაუმჯობესებას და, შედეგად, თანამშრომლების კმაყოფილებასა და პროდუქტიულობაზე უფრო მეტად ზრუნვას." - გიგი გიორგაძე, ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი

კურსს უძღვებიან პროფესიონალები - მედეა ტაბატაძე, ნათია ქუხილავა და სულხან სახვაძე, რომლებსაც უკვე აქვთ AI ინსტრუმენტების შექმნის ან დანერგვის გამოცდილება და კარგად იცნობენ HR პროცესების სპეციფიკას.

"კურსის მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას AI-ის გამოყენების შესახებ HR-ის სფეროში. ისინი ისწავლიან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ყოველდღიური დავალებების ავტომატიზაციისთვის, რაც საშუალებას მისცემს მათ მეტი დრო დაუთმონ სტრატეგიულ ამოცანებს.

კურსი შეეხება სხვადასხვა AI ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებას ტალანტების მოზიდვის, შეფასების და თანამშრომელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით." - მედეა ტაბატაძე, HR/OD კონსულტანტი და კურსის ლექტორი

"კურსი HR-ებისთვის, მათ პრობლემებზე და ყოველდღიურობაზე ფიქრის საფუძველზე შეიქმნა. ამიტომ, კურსი არ მოითხოვს მონაწილეებისგან რაიმე წინასწარ ტექნიკურ ცოდნას. პროგრამა სპეციალურად შეიქმნა იმგვარად, რომ ტექნიკური ცოდნა ეტაპობრივად და გასაგებად მიეწოდოს მსმენელს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მარტივად აითვისოს საჭირო უნარები''- ნათია ქუხილავა, Helio AI-ის CTO და კურსის ლექტორი.

"კვლევები აჩვენებს, რომ AI-ის საშუალებით HR პროფესიონალებს შეუძლიათ 40%-მდე ადმინისტრაციული სამუშაოს ავტომატიზაცია, რაც უზარმაზარი დროისა და რესურსების დაზოგვაა. გარდა ამისა, AI-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება, რაც ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია - სულხან სახვაძე, TBC-ის HR ბიზნეს პარტნიორი და კურსის ლექტორი.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, რეგისტრაცია 11 მაისამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.aiassociation.ge/ai-hr-course.

OSZAR »