"ამბასადორი აილენდ ბათუმსა" და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ამბასადორი აილენდ ბათუმსა" და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ძირითად მიზნებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ შემოთავაზებული იახტების მართვისა და სერტიფიცირების პროგრამების საერთაშორისო, ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა წარმოადგენს.

აღნიშნული სასწავლო კურსის დახმარებით, ნებისმიერი დაინტერესებული პირი თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს დაეუფლება, რაც, საბოლოოდ, მცურავი საშუალებების მართვის მოწმობის 14 დღეში მიღების შესაძლებლობას იძლევა.

"ამბასადორის კუნძულზე" საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების იახტკლუბის მშენებლობაა გათვალისწინებული, სადაც საზღვაო აკადემიის სპეციალური საწვრთნელი სივრცის განთავსება იგეგმება, რაც სამომავლოდ, კუნძულის მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს ექსკლუზიურ შესაძლებლობას მისცემს, იახტებისა და სხვა მცურავი საშულებების მართვის კურსი გაიარონ და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღონ.

"ჩვენი მიზანია, საზღვაო აკადემიაში განათლების ხარისხი ავამაღლოთ, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე მეტად კონკურენტუნარიანები გახდნენ.

აკადემიის პოტენციალი და განვითარების ტემპი საშუალებას გვაძლევს, საკმაოდ ამბიციური მიზნები დავსახოთ და განვახორციელოთ. ჩვენი გამოწვევაა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო საზღვაო სასწავლებლად ვაქციოთ", – მურთაზ დევაძე, საზღვაო აკადემიის რექტორი.

როგორც საზღვაო აკადემიის რექტორმა აღნიშნა, მემორანდუმი საერთაშორისო საზღვაო ასპარეზზე ხელს ბათუმისა და საზღვაო აკადემიის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს.

"ჩვენი პარტნიორობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბათუმის, როგორც საზღვაო განათლების ლიდერი ქალაქის პროფილის ასამაღლებლად.

ჩვენ მზად ვართ, "ამბასადორის კუნძულის" საერთაშორისო ბაზრებზე წარდგენისას, ხაზი გავუსვათ ჩვენს ქალაქში უმნიშვნელოვანესი ქართული ინსტიტუტის, საზღვაო აკადემიის არსებობას, რომელიც უმაღლესი ხარისხის საზღვაო განათლების მიწოდებას უზრუნველყოფს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, საერთაშორისო ვიზიტორების ინფორმირება მოვახდინოთ, მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები მოვიზიდოთ და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ სწორედ ბათუმში იშვიათი შესაძლებლობა იქმნება, ვიზიტის პარალელურად, სპეციალური გადამზადების პროგრამა გაიაროთ და როგორც იახტების, ასევე სხვა მცურავი საშულებების მართვის მოწმობები მიიღოთ", – გოჩა კამკია, "ამბასადორი აილენდ ბათუმის" გენერალური დირექტორი.

"ამბასადორი აილენდ ბათუმი" შავ ზღვაში ინოვაციურ პროექტს ავითარებს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის შექმნას მოიაზრებს.

საპროექტო არეალზე განთავსებული მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა ყველაზე მასშტაბურ იახტკლუბსა და ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც გააერთიანებს, რომელიც მიმართული იქნება ინოვაციური სერვისების მიწოდებისა და მცურავი საშუალებების მართვის შესწავლის ხელშეწყობისკენ.

ინდუსტრიული ტრენდები

UNIT.STORE - ციფრული პროდუქტებისა და IT სერვისების ერთიანი ონლაინსივრცე საქართველოში

ყველა ძირითადი IT პროდუქტი და სერვისი ერთ სივრცეში

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

OSZAR »